• მთვარი
  • ჩვენ შესახებ
  • კატალოგი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • როგორ შევარჩიოთ ღვინო

    როგორ შევარჩიოთ ღვინო

    ერთ-ერთი მარტივად გასათვალისწინებელი დეტალია ღვინის ბოთლის ძირი და შუშის სისქე.

    🔸 თუ ღვინის ბოთლს ძირზე ჩაღრმავება არ აქვს და ბრტყელია, ასევე თუ მას მსუბუქი და თხელი შუშა აქვს, იგი სუფრისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი შენახვა რეკომენდებულია 1-2 წელი.
    🔸 ღვინო, რომელიც ჩაღრმავებულძირიან, სქელ, მუქ შუშის ბოთლშია ჩამოსხმული, სარეზერვოა და შეგიძლიათ შეიძინოთ საკოლექციოდ.

    ღვინის შერჩევაზე კონკრეტული კითხვა თუ გექნებათ, ჩვენი სომელიეები სიამოვნებით დაგეხმარებიან.


    📍 გელოდებით ყაზბეგის 31-ში.

    Posted in კატეგორიის გარეშე

    რომელია უკეთესი ღვინო – ხის საცობით (ე.წ ქორქით) თუ ხრახნიანი თავსახურით?

    რომელია უკეთესი ღვინო – ხის საცობით (ე.წ ქორქით) თუ ხრახნიანი თავსახურით?

    გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ხის საცობიანი ღვინო აუცილებლად უკეთესი და უფრო მაღალი ხარისხისაა, რაც არასწორი სტერეოტიპია.

    ხრახნიანი თავსახური არათუ არ ჩამოუვარდება ხის საცობს, არამედ რიგ შემთხვევებში შეიძლება ითქვას, იცავს კიდეც ღვინოს გაფუჭებისგან.

    🔸 არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაც გამოიყენება ხის საცობი: ხე განახლებადი რესურსია; საცობი ბოთლის ფორმას ერგება, რის გამოც ჰერმეტიზაციისთვის მიმზიდველი გზაა; საცობიანი ბოთლის გახსნის პროცესიც, თავის მხრივ, სასიამოვნო “რიტუალია”;
    🔸 თუმცა მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეა ის, რომ ცუდი საცობი დროთა განმავლობაში იშლება და მისი ნაწილები ღვინოში ხვდება, რაც შესამჩნევ გავლენას ახდენს ღვინის გემოსა და სუნზე, შესაბამისად – ხარისხზეც.


    სადავო საკითხია გარემოსთვის რომელი საშუალებაა უკეთესი, თუმცა ღვინის ხარისხის თვალსაზრისით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხრახნიანი ღვინო ხის საცობიანს არაფრით ჩამოუვარდება.

    აღსანიშნავია, რომ ხრახნიან თავსახურს ბევრი მსოფლიო დონის ღვინის მწარმოებელი იყენებს. ამიტომ ამ დეტალს ღვინის ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორად ნუ მიიჩნევთ.

    ღვინის შერჩევაზე კონკრეტული კითხვა თუ გექნებათ, ჩვენი სომელიეები სიამოვნებით დაგეხმარებიან.
    📍 გელოდებით ყაზბეგის 31-ში.

    Posted in კატეგორიის გარეშე

    რატომ განსხვავდება ღვინის ბოთლების ფორმა და ფერი ერთმანეთისგან?

    გაგჩენიათ კითხვა, რატომ განსხვავდება ღვინის ბოთლების ფორმა და ფერი ერთმანეთისგან?

    ღვინის ბოთლის დაბადების თარიღად 1652 წელს მიიჩნევენ, ეს ინგლისში მოხდა. პირველი ბოთლი შავი შუშისგან იბერებოდა, ოვალური ფორმა და მოღუნული ყელი ჰქონდა, მოგვიანებით კი სხვა შეფერილობებიც დაემატა.

    დღესდღეობით ღვინის ბოთლის 12 ტიპი არსებობს (თუ არ ჩავთვლით დიზაინერულ და მარკეტინგულად შეცვლილ ბოთლებს): ბორდო, ბურგუნდია, რონი, შამპანური, კოტ დე პროვანსი, მოზელი და ალზასი, რეინი, კიანტი, ბოქსბიუტელი, იურა, ვინ ჟონ და შემაგრებული ღვინის (პორტვეინის) ბოთლი.

    ბოთლები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმით – გრძელი და წვრილი, მოკლე და მრგვალი. ეს ღვინის სტილზე, რეგიონსა და გზავნილზეა დამოკიდებული.

    ასევე განსხვავდება ბოთლის ფერები:

    🔸 სუფრის თეთრი და ვარდისფერი ღვინოები უმეტესად გამჭვირვალე ბოთლებში გვხვდება, რათა სასმელის ფერი გამოჩნდეს. თუმცა თუ ღვინო მაღალი ხარისხისაა, მაგალითად, შაბლი, მის ბოთლს მომწვანო შეფერილობა აქვს და ნიშნავს, რომ მაღალი კლასის სასმელია.
    🔸 რაც შეეხება წითელ ღვინოს, ზოგადად, მას მარტივად აზიანებს ჟანგვის პროცესი და მზის შუქზე მოხვედრა, რაც, თავის მხრივ, ამ პროცესს აჩქარებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია წითელი ღვინოები მუქ შუშაში ჩამოისხას.

    კონკრეტული კითხვა თუ გაქვთ, ჩვენი სომელიე სიამოვნებით დაგეხმარებათ.
    📍 გელოდებით ყაზბეგის 31-ში.

    #სომელიესრჩევები